iOS¶
წინასწარ შესასრულებელი ნაბიჯები¶
- დააინსტალირეთ პაროლების მენეჯერი
- ტელეფონისთვის უნიკალური, ძლიერი პაროლის შესანახად, რომელიც ამავდროულად მარტივი შესაყვანი იქნება.
- დააინსტალირეთ FOI Security Policy
- პროფილი გამართავს უსაფრთხოების პარამეტრების ძირითად ნაწილს და მისი ინსტალაცია აუცილებელია ამ გვერდზე არსებული ინსტრუქციების შესრულებამდე.
დარწმუნდით, რომ თქვენი მოწყობილობა იღებს განახლებებს!
ოპერაციული სისტემის განახლებები კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
თუ თქვენ არ იყენებთ ოპერაციული სისტემის უახლეს ვერსიას, თქვენი მოწყობილობა უსაფრთხოდ არ ითვლება!
დარწმუნდით, რომ თქვენი მოწყობილობა იღებს განახლებებს და იყენებს უახლეს ვერსიას.
თუ თქვენს მოწყობილობაზე განახლებები აღარ გამოდის, აუცილებელია მისი შეცვლა!
სისტემის კონფიგურაცია¶
iOS-ზე ყველა პარამეტრი FOI Security Policy-ის ინსტალაციით გაიმართება.
iCloud-ზე შენახული მასალის შიფრაციისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ macOS ინსტრუქციები.
პაროლი¶
მოწყობილობაზე სტანდარტულად 6-ციფრიან პაროლებს ვიყენებთ. ამის მიზეზი ისაა, რომ iPhone-ებს პაროლების გარდა დამატებითი უსაფრთხოების მექანიზმები აქვთ. პროგრამული და აპარატურული შეზღუდვები ამცირებენ ბრუტფორსის (ყველა შესაძლო კომბინაციის მცდელობის) სიჩქარეს ისეთ დონემდე, რომ ყველა კომბინაციის მცდელობას პოტენციურად წლები დასჭირდება.
iOS-ს აქვს პარამეტრი, რომლის მიხედვითაც პაროლის 11-ჯერ არასწორად შეყვანა იწვევს მოწყობილობაში არსებული მონაცემების წაშლას. თუმცა, ეს მხოლოდ პროგრამული და აპარატურული შეზღუდვებია, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ სისუსტეები, რაც თავდამსხმელს შეუზღუდავ მცდელობებს მისცემს.
6-ციფრიანი პაროლის ენტროპია (სირთულე) მხოლოდ 15 ბიტია. თუ მოწყობილობაში პროგრამული ან აპარატურული ხარვეზია, ასეთი პაროლი შეიძლება წამზე ნაკლებ დროში გატყდეს.
FOI Security Policy-ის დაყენების შემდეგ, თუ 6-ციფრიან პაროლს იყენებდით, სისტემა ავტომატურად მოგთხოვთ ახალი პაროლის დაყენებას.
გადადით FOI Security Policy-ის გვერდზე და მიჰყევით ინსტრუქციებს.
DNS¶
FOI Security Policy მოწყობილობაზე დაამატებს ორ დაშიფრულ DNS სერვერს - Cloudflare და Adguard.
გაეცანით DNS გვერდს, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი სერვერი და გააქტიურეთ შემდეგი გზით:
System Settings
> VPN & Device Management > DNS
VPN¶
გაეცანით VPN გვერდს, დააყენეთ VPN პროვაიდერის აპლიკაცია და დაუკავშირდით სერვერს.
დახმარება