Skip to content

ანტივირუსული პროგრამები

ანტივირუსი არ გჭირდებათ

ანტივირუსული პროგრამები ხშირად წარმოდგენილია როგორც აუცილებელი უსაფრთხოების ინსტრუმენტი, თუმცა რეალობა უფრო კომპლექსურია. მესამე მხარის ანტივირუსული პროგრამების გამოყენება არ არის რეკომენდებული რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზის გამო.

რატომ არ უნდა გამოვიყენოთ მესამე მხარის ანტივირუსული პროგრამები

ანტივირუსულ პროგრამებს აქვთ სისტემაში ყველაზე მაღალი პრივილეგიები, რაც მათ პოტენციურად საშიშს ხდის და მათი ქცევა თავად ვირუსების ქცევისგანაც კი არ განსხვავდება.

  1. მონაცემთა შეგროვება: ისინი აგროვებენ დიდი რაოდენობით მონაცემებს თქვენი სისტემიდან და ქსელური აქტივობიდან.
  2. მაღალი წვდომის დონე: მათ აქვთ წვდომა თქვენი სისტემის თითქმის ყველა ასპექტზე.
  3. სისტემის წარმადობის შემცირება: ხშირად ამცირებენ კომპიუტერის მუშაობის სიჩქარეს მუდმივი სკანირების გამო.
  4. პოტენციური საფრთხე: მათი მაღალი პრივილეგიების გამო, ისინი თავად შეიძლება გახდნენ საფრთხის წყარო თუ კომპრომეტირებულნი აღმოჩნდებიან.

ჩაშენებული უსაფრთხოების ინსტრუმენტები

თანამედროვე ოპერაციულ სისტემებს აქვთ ჩაშენებული ანტივირუსული პროგრამები, რომლებიც საკმარის უსაფრთხოებას იძლევა:

  • Windows: Windows Defender
  • macOS: XProtect და Gatekeeper
  • Android: Google Play Protect
  • iOS: iOS-ის ჩაშენებული უსაფრთხოების ფუნქციები

ეს ჩაშენებული ინსტრუმენტები უზრუნველყოფენ ადეკვატურ დაცვას უმეტესი საფრთხეებისგან და არ საჭიროებენ დამატებით კონფიგურაციას ან რესურსებს.

მობილური ოპერაციული სისტემების დამატებითი უსაფრთხოება

Android და iOS ოპერაციულ სისტემებს აქვთ დამატებითი უსაფრთხოების მექანიზმები, რაც მათ განსაკუთრებით დაცულს ხდის:

  1. აპლიკაციების იზოლირება (Sandboxing): ყველა აპლიკაცია იზოლირებულია ერთმანეთისგან და სისტემისგან, რაც ზღუდავს მავნე პროგრამების გავრცელებას.
  2. დეტალური ნებართვები: მომხმარებელს შეუძლია გააკონტროლოს, რა რესურსებზე აქვს წვდომა თითოეულ აპლიკაციას (მაგ., კამერა, მიკროფონი, მდებარეობა).
  3. აპლიკაციების ვერიფიკაცია: ოფიციალური მაღაზიები (Google Play Store და Apple App Store) ამოწმებენ აპლიკაციებს მავნე კოდის არსებობაზე.

მაშინ როცა დესკტოპ ოპერაციულ სისტემებზე ანტივირუსული პროგრამების გამოყენება არასაჭიროა, მაგრამ შეიძლება ამ გამოყენების გამართლება, მობილურ ოპერაციულ სისტემებზე მათი გამოყენება სრულიად აბსურდულია. მობილური ოპერაციული სისტემების უსაფრთხოების არქიტექტურა იმდენად მკაცრია, რომ მესამე მხარის ანტივირუსული პროგრამები ვერ უზრუნველყოფენ რაიმე მნიშვნელოვან დამატებით დაცვას. პირიქით, ისინი შეიძლება თავად გახდნენ უსაფრთხოების რისკის წყარო.

უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკები

ნაცვლად იმისა, რომ დაეყრდნოთ მესამე მხარის ანტივირუსულ პროგრამებს, მიჰყევით ამ მარტივ რეკომენდაციებს:

  1. იყავით ფრთხილად: არ დააინსტალიროთ პროგრამები საეჭვო წყაროებიდან.
  2. განაახლეთ სისტემა: ყოველთვის დააყენეთ უახლესი უსაფრთხოების განახლებები.
  3. გამოიყენეთ ძლიერი პაროლები: დააყენეთ უნიკალური და კომპლექსური პაროლები, პაროლების მენეჯერის მეშვეობით.
  4. ფრთხილად იყავით ლინკებთან: არ გახსნათ საეჭვო ბმულები ან დანართები.
  5. გამოიყენეთ მრავალბიჯიანი აუთენტიფიკაცია: ჩართეთ MFA ყველა მნიშვნელოვან ანგარიშზე.
  6. გამოიყენეთ დაშიფრული DNS.
  7. გამოიყენეთ VPN.
  8. დააყენეთ FOI Security Policy.

ამ პრაქტიკების დაცვით და თქვენი ოპერაციული სისტემის ჩაშენებული უსაფრთხოების ფუნქციების გამოყენებით, შეგიძლიათ მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ თქვენი ციფრული უსაფრთხოება მესამე მხარის ანტივირუსული პროგრამების საჭიროების გარეშე.

დახმარება