iOS უსაფრთხოების პოლიტიკა¶
პოლიტიკის ბოლო განახლების თარიღი: 5 დეკემბერი, 2024
წინასწარ შესასრულებელი ნაბიჯები¶
- პაროლების მენეჯერი
- ტელეფონისთვის უნიკალური, ძლიერი პაროლის შესანახად, რომელიც ამავდროულად მარტივი შესაყვანი იქნება.
პოლიტიკის დაყენება¶
მომზადება¶
უსაფრთხოების პოლიტიკა პაროლის სიმძლავრესაც არეგულირებს და იმ შემთხვევაში, თუ თქვენი პაროლი მარტივია, მის დაყენებას ვერ შეძლებთ. ამისთვის, პროფილის ინსტალაციამდე აუცილებელია პაროლის შეცვლა.
ახალი პაროლისთვის გამოვიყენებთ კომპიუტერის მიერ შემთხვევითი წესით შერჩეულ 4 მოკლე სიტყვას, რომლის გატეხვაც პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება, ხოლო მისი შეყვანა მხოლოდ 72 საათში ერთხელ მოგიწევთ.
გამოიყენეთ ბიომეტრიული აუთენტიფიკაცია
Face ID / Touch ID (iOS/macOS) ან თითის ანაბეჭდის (Android) გათიშვა კომფორტის მნიშვნელოვნად შემცირების გარდა, უფრო მარტივი პაროლის გამოყენებისკენ გვიბიძგებს
ეს ასევე ზრდის პაროლის გამჟღავნების რისკებს, რადგან მისი შეყვანა უფრო ხშირად მოგიწევთ საჯარო სივრცეებში
მოწყობილობის უსაფრთხოება მისი პაროლის სიმძლავრეზეა დამოკიდებული. განსაკუთრებით მაშინ, როცა მოწყობილობა გამორთულია
გამორთული მდგომარეობიდან პირველად ჩართვის შემდეგ, ბიომეტრიული აუთენტიფიკაცია ისედაც არ იმუშავებს იქამდე, სანამ პაროლს ერთხელ მაინც არ შეიყვანთ
ამიტომ უმჯობესია, გამოიყენოთ რთული პაროლი ბიომეტრიულ აუთენტიფიკაციასთან ერთად და საფრთხის შემთხვევაში, მოწყობილობა უბრალოდ გათიშოთ
ახალი პაროლის შექმნა¶
-
დააგენერირეთ მობილურის ახალი პაროლი FOI პაროლების გენერატორით
რჩევა
გენერირების ღილაკს დააჭირეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ პაროლს, რომლის ბოლო სიტყვასაც მარტივად დაიმახსოვრებთ.
-
პაროლებში სიტყვებს შორის გამოტოვებად გამოიყენეთ "სფეისი"
- პაროლის დამახსოვრება:
- ჩაიწერეთ პირველი სამი სიტყვა ფურცელზე
- ბოლო სიტყვა დაიმახსოვრეთ
- ოთხივე სიტყვის დამახსოვრების შემდეგ გაანადგურეთ ფურცელი
- პაროლის შენახვა Bitwarden-ში:
- შექმენით ახალი ჩანაწერი, დაარქვით სახელი (მაგ. My iPhone 15 Password)
- შეიყვანეთ სრული პაროლი Password ველში
- დააჭირეთ Save ღილაკს
პაროლის შეცვლა¶
- გახსენით
Settings
- გადადით Face ID & Passcode
- აირჩიეთ Change Passcode
- შეიყვანეთ არსებული პაროლი
- აირჩიეთ Passcode Options > Custom Alphanumeric Code
- შეიყვანეთ ახალი პაროლი. სიტყვებს შორის შეიყვანეთ "სფეისი"
პაროლის ფურცელზე ჩანიშვნის წესები
ფურცლის მოპარვა მარტივია, ამიტომ ფურცელზე ჩაიწერეთ მხოლოდ პირველი სამი სიტყვა. ბოლო, მეოთხე სიტყვა დაიმახსოვრეთ დაუყოვნებლივ.
პაროლის ფურცელზე ჩაწერა არის მხოლოდ დროებითი გამოსავალი და შეიცავს რისკებს:
ბოროტმოქმედისთვის სამი სიტყვის ცოდნა მნიშვნელოვნად ამცირებს მოწყობილობის უსაფრთხოებას!
ეს დროებითი გამოსავალია მხოლოდ იმ პერიოდისთვის, სანამ პაროლს სრულად დაიმახსოვრებთ
სრული პაროლი უსაფრთხოდ შეინახეთ პაროლების მენეჯერში, სადაც ის დაცულია თქვენი მთავარი პაროლით
მაქსიმალურად სწრაფად დაიმახსოვრეთ ყველა სიტყვა და გაანადგურეთ ფურცელი
პროფილის დაყენება¶
FOI Security Policy-ის გადმოწერა
- გახსენით
Files აპლიკაცია > Downloads > გახსენით გადმოწერილი ფაილი: foi_security_policy_ios.mobileconfig
- გახსენით
Settings >
General > VPN & Device Management
- აირჩიეთ FOI Security Policy > დააჭირეთ Install-ს
Apple Watch-ის განბლოკვა¶
პროფილის ინსტალაციის შემდეგ, Apple Watch-ის განბლოკვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ iPhone-ის მეშვეობით.
ამისთვის iPhone-ზე გახსენით Apple Watch აპლიკაცია > My Watch > ჩართეთ Unlock with iPhone.
Apple Watch ავტომატურად განიბლოკება იმ შემთხვევაში, თუ ტელეფონი დაკავშირებულია და განბლოკილია.
საათი განბლიკილი დარჩება იქამდე, სანამ მაჯიდან არ მოიხსნით.
გამოყენებული პარამეტრები¶
FOI Security Policy მოიცავს შემდეგ კონფიგურაციას და ავტომატურად გააქტიურდება.
დაყენებული პარამეტრების დათვალიერება ასევე შეგიძლიათ iMazing Profile Editor-ის მეშვეობით
DNSSettings | DNS პარამეტრები¶
დააინსტალირებს ორ დაშიფრულ DNS სერვერს ტელეფონზე. მათი არჩევა შეგიძლიათ DNS გვერდზე ინსტრუქციების მიხედვით.
პაროლი¶
allowSimple | Allow simple passcode¶
- ჩართული
განმარტება: ვინაიდან პაროლებში სიტყვებს ვიყენებთ, სადაც განმეორებადი სიმბოლოები ნორმალურია, მაგ: cherry, ეს შეზღუდვა აუცილებელი არაა.
forcePIN | Require passcode on device¶
- ჩართული
განმარტება: ჩართულია უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, რათა შეუძლებელი იყოს მოწყობილობის პაროლის დაყენების გარეშე გამოყენება.
maxFailedAttempts | Maximum failed attempts¶
- 11 ცდა
განმარტება: ჩართულია უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, რათა პაროლის 11-ჯერ არასწორად შეყვანის შემდეგ, მოწყობილობაში მონაცემები წაიშალოს.
Minimum passcode length¶
- 15 სიმბოლო
განმარტება: დაწესებულია მინიმალური სიგრძე უსაფრთხოების გაზრდის მიზნით. 15 სიმბოლო არის 4 მარცვლის გამოყენების შემთხვევაში, ყველაზე მცირე შესაძლო სიმბოლოების რაოდენობა (4x3 სიმბოლოიანი მარცვალი + 3 წერტილი, სფეისი ან სხვა გამოყოფა)
pinHistory | Passcode history¶
- 2
განმარტება: iOS-ზე ძველი პაროლის გამოყენება 72 საათის განმავლობაში შეიძლება. შეზღუდვის ჩართვა, რომლითაც ახალი პაროლი ძველი ორი პაროლის სიაში არ უნდა იყოს, ამ ფუნქციას გამორთავს, მეტი უსაფრთხოებისთვის.
requireAlphanumeric | Require alphanumeric value¶
- გამორთულია
განმარტება: იმის მიუხედავად, რომ პაროლში მხოლოდ ციფრების გამოყენება არ შეიძლება, ეს პარამეტრი გათიშულია, რადგან მისი ჩართვის შემთხვევაში, მომხმარებელს მოუწევს სიტყვებთან ან მარცვლებთან ერთად, ციფრების გამოყენებაც, რაც არ არის საჭირო და პაროლის შეყვანას ართულებს.
აკრძალვები¶
allowApplePersonalizedAdvertising | Allow Apple Personalized Advertising¶
- გამორთული
განმარტება: გამორთულია პრივატულობის გაზრდის მიზნით, რათა შემცირდეს Apple-სთვის პერსონალური მონაცემების გადაგზავნის რისკი.
allowAutoUnlock | Allow Apple Watch to auto unlock device¶
- გამორთული
განმარტება: გამორთულია უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, რათა ტელეფონის გახსნა Apple Watch-ით შეუძლებელი იყოს.
allowCloudKeychainSync | Allow iCloud Keychain Sync¶
- გამორთული
განმარტება: გამორთულია უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, რათა შეიზღუდოს მოწყობილობაზე შენახულ სენსიტიურ მონაცემებზე - პაროლებსა და სხვა გასაღებებზე არასანქცირებული წვდომა.
allowDiagnosticSubmission | Allow submitting diagnostic and usage data to Apple¶
- გამორთული
განმარტება: გამორთულია უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, რათა შემცირდეს Apple-სთვის პერსონალური და სენსიტიური მონაცემების გადაგზავნის რისკი.
allowPasswordSharing | Allow password sharing¶
- გამორთული
განმარტება: გამორთულია უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, რათა თავიდან ავიცილოთ პაროლების არასანქცირებული გაზიარება.
დახმარება