FOI უსაფრთხოება დაგეხმარებათ თქვენი ციფრული უსაფრთხოების გაუმჯობესებაში, მარტივი ინსტრუქციების გამოყენებით.
საიტის პოლიტიკა მარტივია:
უსაფრთხოება უნდა იყოს მარტივი და ხელმისაწვდომი.¶
გამოუცდელი მომხმარებლისთვის ფართო არჩევანის შეთავაზება საქმეს მხოლოდ ართულებს. რატომ სჯობს ერთი პაროლების მენეჯერი მეორეს? ერთი რომ PBKDF2-ს იყენებს და მეორე Argon2-ს? DNS-over-TLS უკეთესია, თუ DNS-over-HTTPS?
ადამიანების უმრავლესობისთვის ეს ტერმინები ბევრს არაფერს ნიშნავს, ხოლო ტერმინებში გარკვევის და შემდგომ შედარებითი ანალიზის არც დრო აქვს და ვაღიაროთ, ალბათ არც ინტერესი.
ამიტომ, გადაწყვეტებში ასარჩევი ვარიანტები მინიმუმამდეა შემცირებული. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს თქვენს მაგივრად, ჩვენი გამოცდილებით, ინდუსტრიის სტანდარტების შეფასებით, კომფორტი/სარგებლის და რისკების ანალიზით. არჩევანს მხოლოდ იმ შემთხვევაში გთავაზობთ, როდესაც ეს არჩევანი ნამდვილად თქვენი გასაკეთებელია.
დახმარება