Android¶
წინასწარ შესასრულებელი ნაბიჯები¶
- დააინსტალირეთ პაროლების მენეჯერი
- ტელეფონისთვის უნიკალური, ძლიერი პაროლის შესანახად, რომელიც ამავდროულად მარტივი შესაყვანი იქნება.
დარწმუნდით, რომ თქვენი მოწყობილობა იღებს განახლებებს!
ოპერაციული სისტემის განახლებები კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
თუ თქვენ არ იყენებთ ოპერაციული სისტემის უახლეს ვერსიას, თქვენი მოწყობილობა უსაფრთხოდ არ ითვლება!
დარწმუნდით, რომ თქვენი მოწყობილობა იღებს განახლებებს და იყენებს უახლეს ვერსიას.
თუ თქვენს მოწყობილობაზე განახლებები აღარ გამოდის, აუცილებელია მისი შეცვლა!
რეკომენდირებული მოწყობილობები¶
Android მოწყობილობების მიერ მხარდაჭერილი უსაფრთხოების ფუნქციები ფრაგმენტირებულია. შედეგად, ყველა მოწყობილობა თანაბარ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს და შესაძლოა, მონაცემების მოპოვება მომხმარებლის პაროლის გარეშეც მოხდეს.
ამიტომ, რეკომენდებულია მხოლოდ იმ მოწყობილობების გამოყენება, რომლებიც Android-ის მიერ მხარდაჭერილ ყველა უსაფრთხოების პარამეტრს აკმაყოფილებენ. ერთ-ერთი ასეთი ფუნქციაა StrongBox, რომელიც ნიშნავს, რომ მოწყობილობას აქვს დამატებითი უსაფრთხოების ჩიპი, რომელიც მომხმარებლის ინფორმაციას იცავს და გამძლეა მონაცემების არასანქცირებული ამოღებისგან.
Android სმარტფონების არასრული ჩამონათვალი, რომლებსაც აქვთ ასეთი უსაფრთხოების ჩიპი, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე
Google Pixel
Android-ზე მომუშავე სმარტფონებიდან Google Pixel, ზოგადად, ყველაზე უსაფრთხოა, რადგან ისინი იცავენ ყველა რეკომენდაციას, რომელიც Android-ის მიერ არის შემოთავაზებული.
სხვა მწარმოებლებს ამ რეკომენდაციების შესრულება არ ევალებათ.
Pixel სმარტფონები ასევე, სხვა Android მოწყობილობებთან შედარებით, ყველაზე სწრაფად და დიდი ხნის განმავლობაში იღებენ განახლებებს.
სისტემის კონფიგურაცია¶
პაროლი¶
Android ზღუდავს პაროლის მაქსიმალურ სიგრძეს 16 სიმბოლომდე, ამიტომ გამოვიყენებთ კომპიუტერის მიერ შემთხვევითი წესით შერჩეულ მოკლე ბგერებს, რომლის გატეხვაც პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება, ხოლო მისი შეყვანა მხოლოდ 72 საათში ერთხელ მოგიწევთ.
გამოიყენეთ ბიომეტრიული აუთენტიფიკაცია
Face ID / Touch ID (iOS/macOS) ან თითის ანაბეჭდის (Android) გათიშვა კომფორტის მნიშვნელოვნად შემცირების გარდა, უფრო მარტივი პაროლის გამოყენებისკენ გვიბიძგებს
ეს ასევე ზრდის პაროლის გამჟღავნების რისკებს, რადგან მისი შეყვანა უფრო ხშირად მოგიწევთ საჯარო სივრცეებში
მოწყობილობის უსაფრთხოება მისი პაროლის სიმძლავრეზეა დამოკიდებული. განსაკუთრებით მაშინ, როცა მოწყობილობა გამორთულია
გამორთული მდგომარეობიდან პირველად ჩართვის შემდეგ, ბიომეტრიული აუთენტიფიკაცია ისედაც არ იმუშავებს იქამდე, სანამ პაროლს ერთხელ მაინც არ შეიყვანთ
ამიტომ უმჯობესია, გამოიყენოთ რთული პაროლი ბიომეტრიულ აუთენტიფიკაციასთან ერთად და საფრთხის შემთხვევაში, მოწყობილობა უბრალოდ გათიშოთ
ახალი პაროლის შექმნა¶
-
დააგენერირეთ მობილურის ახალი პაროლი FOI პაროლების გენერატორით
რჩევა
გენერირების ღილაკს დააჭირეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ პაროლს, რომლის ბოლო სიტყვასაც მარტივად დაიზეპირებთ.
-
რადგან ანდროიდში პაროლის სიგრძე შეზღუდულია, გამოტოვების (წერტილი ან "სფეისი") მაგივრად, ყოველი სიტყვა დაიწყეთ დიდი ასოთი
- პაროლის დამახსოვრება:
- ჩაიწერეთ პირველი სამი ბგერა ფურცელზე
- ბოლო სიტყვა დაიზეპირეთ
- ოთხივე სიტყვის დაზეპირების შემდეგ გაანადგურეთ ფურცელი
- პაროლის შენახვა Bitwarden-ში:
- შექმენით ახალი ჩანაწერი, დაარქვით სახელი (მაგ. My Pixel 9 Password)
- შეიყვანეთ სრული პაროლი Password ველში
- დააჭირეთ Save ღილაკს
პაროლის შეცვლა¶
გამოყენებულია Google Pixel-ის ინსტრუქციები. თქვენს მოწყობილობაზე პაროლის შეცვლა შესაძლებელია, განსხვავებული ადგილიდან ხდებოდეს
- გახსენით Settings
- გადადით Security and Privacy > Device Unlock
- აირჩიეთ Screen Lock > Password
- შეიყვანეთ არსებული პაროლი
- შეიყვანეთ ახალი პაროლი. რადგან ანდროიდში პაროლის სიგრძე შეზღუდულია, გამოტოვების (წერტილი ან "სფეისი") მაგივრად, ყოველი სიტყვა დაიწყეთ დიდი ასოთი
პაროლის ფურცელზე ჩანიშვნის წესები
ფურცლის მოპარვა მარტივია, ამიტომ ფურცელზე ჩაიწერეთ მხოლოდ პირველი სამი სიტყვა. ბოლო, მეოთხე სიტყვა დაიმახსოვრეთ დაუყოვნებლივ.
პაროლის ფურცელზე ჩაწერა არის მხოლოდ დროებითი გამოსავალი და შეიცავს რისკებს:
ბოროტმოქმედისთვის სამი სიტყვის ცოდნა მნიშვნელოვნად ამცირებს მოწყობილობის უსაფრთხოებას!
ეს დროებითი გამოსავალია მხოლოდ იმ პერიოდისთვის, სანამ პაროლს სრულად დაიმახსოვრებთ
სრული პაროლი უსაფრთხოდ შეინახეთ პაროლების მენეჯერში, სადაც ის დაცულია თქვენი მთავარი პაროლით
მაქსიმალურად სწრაფად დაიმახსოვრეთ ყველა სიტყვა და გაანადგურეთ ფურცელი
DNS¶
FOI Security Policy მოწყობილობაზე დაამატებს ორ დაშიფრულ DNS სერვერს - Cloudflare და Adguard.
გაეცანით DNS გვერდს და დააყენეთ საჭირო პარამეტრები.
VPN¶
გაეცანით VPN გვერდს, დააყენეთ VPN პროვაიდერის აპლიკაცია და დაუკავშირდით სერვერს.
დახმარება