ზოგადი რეკომენდაციები¶
მომატებული საფრთხის შემცველ სივრცეში წასვლამდე¶
თუ გაქვთ მოლოდინი, რომ რომელიმე სივრცეში თქვენი მოწყობილობა შეიძლება ბოროტმოქმედებს ჩაუვარდეთ ხელში (მაგ. აქციაზე), აუცილებელია რამდენიმე რეკომენდაციის შესრულება.
ნებისმიერ დაშიფრულ მოწყობილობას (ლეპტოპი, სმარტფონი და სხვა) ორი რეჟიმი აქვს - Before First Unlock (BFU) და After First Unlock (AFU). პირველი რეჟიმი გააქტიურებულია მაშინ, როდესაც მოწყობილობაში რესტარტის შემდეგ პაროლი არ შეგიყვანიათ, მეორე კი მაშინ, როდესაც პაროლი ერთხელ მაინც შეიყვანეთ.
ამ რეჟიმების უსაფრთხოების განსხვავებები საკმაოდ მნიშვნელოვანია. პირველი გახსნის შემდეგ, მოწყობილობიდან ინფორმაციის ამოღება მაინც შესაძლებელია იმის მიუხედავად, თუ როგორი სიმძლავრის პაროლი გიყენიათ. ინფორმაციის მასშტაბი მოწყობილობაზე და მის ზოგად უსაფრთხოებაზეა დამოკიდებული და ამიტომ, უნდა ჩავთვალოთ, რომ AFU რეჟიმში მოწყობილობის ბოროტმოქმედთან გადაცემა უსაფრთხო არაა.
- ყველა მოწყობილობისთვის შეასრულეთ საიტზე მითითებული რეკომენდაციები
- სახლში დატოვებული ყველა მოწყობილობა გათიშეთ
-
არ გამორთოთ Face ID / Touch ID! ეს ფუნქციები ავტომატურად გაითიშება მოწყობილობის გამორთვისას
- განმარტება: თუ თქვენ ამ ფუნქციების გათიშვის შემდეგ, მოწყობილობის კომფორტულად გამოყენება მაინც შეგიძლიათ, ე.ი. მოწყობილობაზე ისეთი პაროლი გიყენიათ, რომელიც მარტივად გატყდება.
თქვენი მოწყობილობის ბოროტმოქმედის ხელში ჩავარდნის რისკი მყისიერი და გარდაუვალია¶
- გათიშეთ ყველა მოწყობილობა, რაც თან გაქვთ - ამ შემთხვევაში, მოწყობილობა BFU მდგომარეობაში გადავა და იქიდან მონაცემების ამოღება ძალიან რთული, ან შეუძლებელი იქნება
- დაკავების შემთხვევაში, დაუკავშირდით ადვოკატს, მაგრამ არა თქვენი ტელეფონით! პაროლის შეყვანის შემდეგ, პოლიცია ტელეფონს ჩამოგართმევთ და ეცდება თქვენს მობილურში არსებული მონაცემების დათვალიერებას. მოითხოვეთ ზარი სხვა მოწყობილობიდან
თუ მოწყობილობის გათიშვას ვერ ასწრებთ, გაააქტიურეთ სპეციალური რეჟიმი მობილურზე, რომელიც ერთჯერადად გათიშავს Face ID / ან თითის ანაბეჭდით გახსნას.
ბიომეტრიის სწრაფი გათიშვა
iOS და Android სისტემებს ბიომეტრიული აუთენტიფიკაციის სწრაფად გათიშვის მეთოდები აქვთ. ამ შემთხვევაში, მოწყობილობაში შემდეგი შესვლა მხოლოდ პაროლით იქნება შესაძლებელი.
Android-ის შემთხვევაში, Lockdown რეჟიმის არსებობა დამოკიდებულია მოწყობილობის მწარმოებელზე. Android-ის მომხმარებლებისთვის რეკომენდირებულია Google Pixel მოწყობილობის გამოყენება, სადაც ეს რეჟიმი დადასტურებულად არსებობს.
- დააჭირეთ გათიშვის (Power) ღილაკს 5-ჯერ სწრაფად.
- ან, ალტერნატიულად, დააჭირეთ გათიშვის (Power) და ხმის აწევა ან ჩაწევის ღილაკებს ერთდროულად 5 წამის განმავლობაში.
- ბიომეტრიული აუთენტიფიკაცია გაითიშება
- დააჭირეთ გათიშვის (Power) ღილაკს რამდენიმე წამის განმავლობაში, აირჩიეთ Lockdown
მოწყობილობის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში¶
- დაუყოვნებლივ შეცვალეთ ყველა მნიშვნელოვანი ანგარიშის პაროლი სხვა უსაფრთხო მოწყობილობიდან
- გამოიყენეთ დისტანციური წაშლის ფუნქცია, თუ ეს ხელმისაწვდომია
- დაბლოკეთ თქვენი SIM ბარათი მობილურ ოპერატორთან
- შეატყობინეთ შესაბამის უწყებებს (პოლიცია, დამსაქმებელი) მოწყობილობის დაკარგვის შესახებ
- გააუქმეთ ნებისმიერი საბანკო ბარათი ან ფინანსური ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებული იყო მოწყობილობასთან
უსაფრთხოების ზოგადი რეკომენდაციები¶
- გამოიყენეთ ძლიერი, უნიკალური პაროლები ყველა ანგარიშისთვის
- ჩართეთ მრავალბიჯიანი აუთენტიფიკაცია, სადაც ეს შესაძლებელია
- რეგულარულად განაახლეთ თქვენი მოწყობილობები და პროგრამები
- არასდროს გამოიყენოთ საჯარო Wi-FI ქსელები